მასიპი: "მაქსიმალური დატვირთვით ვვარჯიშობ"
კატალონიის "ბარსელონას" მეკარე ჟორდი მასიპი იმედოვნებს, რომ უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნება. ფეხბურთელი კონკურენციას მარკ-ანდრე ტერ შტეგენსა და იასპერ სილესენს უწევს.
"ყოველთვის მაქსიმალური დატვირთვით ვვარჯიშობ, რომ კარგ ფორმაში ვიყო. დიდი მოთმინება მაქვს, მაგრამ ერთხელაც ის შეიძლება ამოიწუროს. ყველას სურს სათამაშო პრაქტიკა." - ციტირებს მასიპის სიტყვებს Sport.
მიმდინარე სეზონში, მასიპს ესპანეთის ჩემპიონატში არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]