მაქსი როდრიგესმა მესიზე ისაუბრა
"ნიუელს ოლდ ბოისის" ნახევარმცველმა, მაქსი როდრიგესმა განაცხადა, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ლიონელ მესის შეუძლია მშობლიურ გუნდში დაბრუნდეს.
"იმედი მაქვს, ოდესმე ლიონელ მესის მშობლიური გუნდის მაისურით ვიხილავ. მას აქ დაბრუნება, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შეუძლია. ვფიქრობ მანამდე მისი ტრანსფერი არ შედგება.
როცა მოვისმინეთ მესის სიტყვები იმის შესახებ, რომ მას "ნიუელს ოლდ ბოისში" დაბრუნება სურს, კლუბი აბსოლუტურად შეიცვალა." - განაცხადა როდრიგესმა.
მესის კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2018 წლის ივნისამდეა მოქმედი.
არგენტინელმა კარიერა "ნიუელს ოლდ ბოისში" დაიწყო, 14 წლის ასაკში კი "ბლაუგრანას შეუერთდა".
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]