"ბარსელონას" ფეხბურთელები და მოურინიო ერთ სასტუმროში იცხოვრებენ
"ბარსელონა", ქალაქ მანჩესტერში ყოფნის დროს, იმავე სასტუმროში დაბინავდება, რომელშიც პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო ცხოვრობს. ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს.
პირველ ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში, "ბარსელონა" "მანჩესტერ სიტის" სტუმრად დაუპირისპირდება. კატალონიელებმა ინგლისში საცხოვრებლად სასტუმრო Lowry აირჩიეს. სწორედ ამ სასტუმროში ცხოვრობს ჟოზე მოურინიო, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარების შემდეგ, ოჯახი ლონდონში დატოვა, თავად კი მარტო ცხოვრება გადაწყვიტა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]