კანავარო: "მესის შეჩერება შეუძლებელია"
ტურინის "იუვენტუსისა" და მადრიდის "რეალის" ექს-მცველი, ფაბიო კანავარო მიიჩნევს, რომ კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელის, ლიონელ მესის შეჩერება შეუძლებელია.
"მესის წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია და ვიცი, რომ მისი განეიტრალება შეუძლებელია. უბრალოდ იმედი უნდა გქონდეს, რომ არგენტინელი შეცდომას დაუშვებს. ეს რონალდუსაც ეხება." - განაცხადა კანავარომ Marca-სთან ინტერვიუში.
იტალიელი ოქროს ბურთის ფავორიტად კრიშტიანუ რონალდუს მიიჩნევს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]