ვალდესი მოგებული მატჩებით სუბისარეტასა და რამალეტს გაუთანაბრდა

ვალდესი მოგებული მატჩებით სუბისარეტასა და რამალეტს გაუთანაბრდა

ბილბაოში, კატალონიელთა მეკარემ, პრიმერაში თავისი 266-ე მატჩი ჩაატარა, საიდანაც 177 გამარჯვებით დასრულდა. ვიქტორ ვალდესი ისტორიაში შევიდა. ის კლუბის ისტორიაში მესამე მეკარეა, რომელმაც ”ბარსას” ფორმით ამდენი წარმატებული მატჩი ჩაატარა. ამ მაჩვენებლით ის ანდონი სუბისარეტას და ანტონი რამალიტს გაუთანაბრდა.

იმედისმომცემი დაცვა
პირველ სექტემბერს გავიდა 8 წელი მას შემდეგ, რაც ლუი ვან გაალმა ახალგაზრდა ვიქტორ ვალდესი ”ატლეტიკოს” წინააღმდეგ დააყენა. ეს მისი სადებიუტო მატჩი იყო. პრიმერას 269 მატჩში ვალდესმა საშუალოდ მატჩში 0.8 გოლი გაუშვა. ვალდეს ასევე 34 წაგება დაუგროვდა.

მაროკოელი კატა
ეს ანტონი რამალეტსის მეტსახელია, რომელმაც 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა გააკვირვა თავისი სეივებით. რამალეტსმა პრიმერაში 288 მატჩი ჩაატარა და 177 მათგანში გამარჯვება მოიპოვა. ის იყო ”ბარსას” პირველი ნომერი 1947 წლიდან 1961 წლამდე. 288 მატჩში მან 358 გოლი გაუშვა, რაც საშუალოდ მატჩში 1.24 გოლს უდრის.

სუბის 301 მატჩი
”ოცნების გუნდის” მეკარე. მან მეკარეებს შორის ”ბარსაში” ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა. ამ დროისთვის ის ”ბარსელონას” სპორტული დერექტორია. მის ანგარიშზე იმდენივე მოგებაა, რამდენიც ვალდესისა და რამალეტსის, მაგრამ მეტი ფრე და წაგება აქვს. 301 მატჩში მან 273 გოლი გაუშვა, რაც საშუალო მატჩში 0.91 გოლის ტოლია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.