"ბარსელონასა" და "სიტის" მორიგი დაპირისპირება

"ბარსელონასა" და "სიტის" მორიგი დაპირისპირება

"პალმეირასის" მცველი, იერი მინა "მანჩესტერ სიტის" ინტერესის სფეროში მოექცა. 22 წლის ფეხბურთელი ბრაზილიურ კლუბს მაისში, "ინდეპენდენტე სანტა-ფე"-დან შეუერთდა.

მინამ დახვეწილი თამაშით "ბარსელონაზე" შთაბეჭდილება მოახდინა. მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატალონიურმა კლუბმა კოლუმბიელთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწია, რის თანახმადაც "ბლაუგრანას" მისი შეძენა მომავალი 3 წლის განმავლობაში, 9 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.

ამავდროულად, კოლუმბიელი მცველისთვის ევროპული ფეხბურთის კიდევ ერთი გრანდი - "სიტი" იბრძოლებს. წყაროები იტყობინებიან, რომ ინგლისური გუნდი მინას ნისლიან ალბიონზე გადასაბირებლად მზადაა "ბარსელონას" შემოთავაზება დაჯაბნოს.

2016 წელს, საკლუბო დონეზე ჩატარებულ 25 მატჩში მინამ 4 გოლის გატანა შეძლო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.