გვარდიოლა: "ბარსელონას" დასამარცხებლად ჩვენ იდეალური ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ"
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ დღევანდელ მატჩზე ისაუბრა, სადაც "ქალაქელები" კატალონიურ "ბარსელონას" უმასპინძლებენ.
"ვიცით, რომ პრაქტიკულად იდეალური ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ, რათა გამარჯვებას მივაღწიოთ. ამის გაკეთებას შევეცდებით და თუ ეს არ გამოგვივა, მაშინ მეტოქეს კარგ თამაშს მივულოცავთ და მიონხენგლადბახში გასამართ მატჩზე გადავერთვებით.
"კამპ ნოუზე" პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ "ბარსელონას" ფლანგის ფეხბურთელები შეუჩერებლები იყვნენ. ჩვენ ასევე გვყავს ძლიერი შემსრულებლები." - განაცხადა გვარდიოლამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]