"სიტი" - "ბარსელონა" (პრევიუ)
"მანჩესტერში 3 თვე გავატარე, "ბარსელონაში" - 20 წელი. დიახ, შემიძლია რაღაც მსგავსის აშენება, მაგრამ დრო მჭირდება." - განაცხადა "ქალაქელთა" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ დღევანდელი მატჩის წინ.
ხოსეპ გვარდიოლა მანჩესტერში "ახალი ბარსელონას" აშენებას ცდილობს. ესპანელი სპეციალისტი მკაცრი ბრიტანელი ჟურანლისტების გარემოცვაშია, რაც სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს. "ბლაუგრანას" ყოფილ თავკაცს წინ გამოცდა ელის, შესაბამისად მიზნის მისაღწევად დიდი დრო დასჭირდება.
თანამედროვე "ბარსელონა" კონტრ-შეტევის ხელოვნებას ეზიარა, მაგრამ კვლავ ძველებური სტილის მიმდევარია. გუნდი უფრო დაცული და მრავალფუნქციურია ვიდრე გვარდიოლას მოღვაწეობის პერიოდში. ლუის ენრიკეს ძირითადი შემადგენლობის ნებისმიერი ფეხბურთელის ჩანაცვლება შეუძლია, რადგან "სარეზერვო ფონდი" წლების მანძილზე ეფექტური გახდა.

"ბარსელონა" აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, რადგან პლეი-ოფის საგზურის მოპოვება გვსურს. ძალებს არ დავიშურებთ." - განაცხადა "სიტის" თავდამსხმელმა, ნოლიტომ.
პეპ გვარდიოლას შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს. "ეტიჰადზე" გასამართი შეხვედრა ესპანელი სპეციალისტისთვის სერიოზული გამოცდა იქნება. ხოსეპმა უნდა დაამტკიცოს, რომ ღირსეული მეტოქეების დამარცხება შეუძლია, შესაბამისად დღეს "ქალაქელები" სტუმრებს მთელი ძალებით შეუტევენ. მასპინძელთა მთავარი ფიგურა სერხიო აგუეროა. მას ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია ბურთის დამუშავება და მეტოქის კარის აღება. გასულ კვირას "ბარსელონამ" "გრანადა" მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. შეინარჩუნა თუ არა კატალონიურმა კლუბმა განწყობა დღევანდელი მატჩისთვის?

არდა თურანმა თამაშის ნებართვა მიიღო. ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდება თურქი ნახევარმცველის ძირითად შემადგენლობაში დაყენების თაობაზე.
დიდი ალბათობით ანდრეს ინიესტას რაფინია, ანდრე გომეში ან დენის სუარესი ჩაანაცვლებს. თითოეული მათგანი საკმაოდ კარგ ფორმაშია, ალკანტარა იდეალური თამაშის დემონსტრირებას ახდენს. ესპანეთის ჩემპიონატში მან კარის მიმართულებით 5-ჯერ დაარტყა, თითოეული მცდელობა გოლით დასრულდა.
"ბარსელონას" ალეიშ ვიდალი, ჟორდი ალბა, ანდრეს ინიესტა, ჟერარ პიკე და ჟერემი მატიე დააკლდებიან. გთავაზობთ კატალონიელთა სავარაუდო შემადგენლობას.

"მანჩესტერ სიტის" იაია ტურე, ბაკარი სანია, დელფი და კლაუდიო ბრავო დააკლდებიან. ჩილელმა მეკარემ "ბარსელონასთან" გამართულ გასულ დაპირისპირებაში, წითელი ბარათი მიიღო.
მასპინძელი გუნდის სავარაუდო შემადგენლობა ასეთია: კაბალიერო, ფერნანდინიო, ოტამენდი, სტოუნსი, კოლაროვი, ფერნანდო, გიუნდოგანი, დე ბრუინი, სილვა, სტერლინგი, აგუერო.
გვარდიოლას კოლექტივმა გასულ კვირას, "ვესტ ბრომვიჩი" დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა. ასე რომ გუნდი მატჩს კარგი განწყობით შეხვდება. ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობის ქვეშ, "სიტი" "ეტიჰადზე" არ დამარცხებულა, ამიტომ "ბარსელონამ" დღეს მეტოქეს არაფერი არ უნდა დაუთმოს.
კატალონიურმა კლუბმა "სიტისთან" ჩატარებული უკანასკნელი ხუთივე შეხვედრა მოიგო, 11 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში მხოლოდ 2 მიიღო.
წარმოგიდგენთ ამ გუნდების მიერ ჩატარებულ უკანასკნელ 5 შეხვედრას. დავიწყოთ "მანჩესტერ სიტით".
"ვესტ ბრომი" - "სიტი" 0:4
"იუნაიტედი" - "სიტი" 1:0
"სიტი" - "საუთჰემპტონი" 1:1
"ბარსელონა" - "სიტი" 4:0
"სიტი" - "ევერტონი" 1:1
ვნახოთ რა სიტუაციაა "ბარსელონაში".
"ბარსელონა" - "გრანადა" 1:0
"ვალენსია" - "ბარსელონა" 2:3
"ბარსელონა" - "სიტი" 4:0
"ბარსელონა" - "დეპორტივო" 4:0
"სელტა" - "ბარსელონა" 4:3
ბუკმეკერული ოფისების ძალიან დიდი ნაწილი, დღევანდელი შეხვედრის ფავორიტად "ბარსელონას" მიიჩნევს.
"მანჩესტერ სიტი" - "ბარსელონა", ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტური, "ეტიჰადი", 23:45 (თბილისის დროით).
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]