რატომ ამბობს რონალდო უარს "ბარსელონურ" წარსულზე?

რატომ ამბობს რონალდო უარს "ბარსელონურ" წარსულზე?

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, რონალდო ნაზარიომ ახლო წარსულში ხმაურიანი განცხადება გააკეთა "კომპოსტელას" კარში გატანილი გოლის თაობაზე. ბრაზილიელ შემტევს გული წყდება, რომ ეს "რეალის" მაისურით ვერ მოახერხა.

"რეალი" რონალდოს ფავორიტი ესპანური კლუბია, მაგრამ მრავალი წლის მანძილზე მას "ბარსელონაში" გატარებული დრო ცუდად არ გაუხსენებია.

უდავოდ, 1996/97 წლების სეზონი, რომელიც ბრაზილიელმა ფორვარდმა კატალონიელთა რიგებში ჩაატარა, მისი პროფესიონალური კარიერის საუკეთესო პერიოდი იყო: 47 გოლი 49 მატჩში.

ასეთ კომენტარს ერთი მარტივი ახსნა შეიძლება გამოვუნახოთ: ბრაზილიელი ვარსკვლავი მადრიდის "რეალის" ელჩი იქნება ლათინურ ამერიკაში. ამასთან ერთად, რონალდო ფლორენტინო პერესის მრჩეველი გახდა.

როგორც უკვე გითხარით, ნაზარიო თავის "ბარსელონურ" წარულს ყოველთვის პატივს სცემდა, ამასთან 2013 წელს "Fiebre Maldini"-სთან ინტერვიუში მან თქვა, რომ მესისა და "ბლაუგრანას" თამაშით სიამოვნებას იღებს.

"მესისა და "ბარსელონას" თამაშის ყურება სიამოვნებას მგვრის. ეს გუნდი მხიბლავს, აღფრთოვანებული ვარ.

მესი ცოტათი უკეთესია ვიდრე კრიშტიანუ რონალდუ."

საინტერესოა რას იზამდა ბრაზილიელი ახლა, ვინმეს რომ მისთვის ამ ორ ფეხბურთელს შორის არჩევანის გაკეთება ეთხოვა.

რონალდო ნაზარიომ "რეალში" 5 წელი გაატარა (2002-2007). 177 ჩატარებულ მატჩში 104 გოლის გატანა შეძლო. მიუხედავად ამისა, ის ისეთ მაღალ დონეზე მაინც ვერ ავიდა, როგორც სერ ბობი რობსონის ხელმძღვანელობის ქვეშ იყო. 1996 წლის 12 ოქტომბერს, "კომპოსტელას" კარში ბრაზილიელმა "ბარსელონას" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 2 ნოემბერი 2016 02:44
    0
    Barselonas gulshematkivrebshi chatarda gamokitxva ( ar maxsovs dro) da ronaldo daasaxeles fexburtelad romelic gundshi yofnis dros bolomde barseloneli ar iyo. Ase rom ar gamikvirda egeti misi natqvami. Ise vfqrob rom neymarma chauqrola karga xania ronaldos
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 1 ნოემბერი 2016 20:54
    0
    ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო მაგრამ დიდ ბრაზილიელებთან (გარინჩა,პელე,რონალდინიო) მაინც ვერ მივა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 1 ნოემბერი 2016 20:53
    0
    ფული ბრაატ ფულია აქ მთავარი მოტივატორი ამათი ზოგი ფულის გამო ისეთ გუნდში თამაშობს სადაც არ უნდა ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. აი რონალდოს პირველ სეზონში 10 ან 20 გოლი რო გაეტანა მეორე წელიც დარჩებოდა და მესამეც მარა შეაგდო 47 და გადავიდა ინტერში. არადა აქაც რეკორდი მოხსნა რო გადმოიყვანეს მარა ამჯერად ფულის გამო ამჯობინებს რეალს და არა ბარსელოანს. იქაა უკვე მიწვეული და თან დიდი ხანი თამაშობდა შედარებით. რას აძლევს ესეთს პერესი რო ყველას თვითონ იკრობს. შარშან ეგრე არ ბაზრობდა წელს დაიწყო მუშაობა ალბათ და აკრიჭინდა ლეგენდააა ჩემთვის პირველი ცენტრფორვარდია და საუკეთესო 9 მგონი ისეთიც არაფერი უთქვამს დიდი მარა შეილება ამაზეც გატრაკებაა იმიტო არ აფასებს იმ კლუბს სადაც ალბათ კარიერაში საუკეთესო გოლი გაიტანა.
    tsotne-cule
    სტუმარი [?]
    #3 1 ნოემბერი 2016 18:08
    0
    მითუმეტეს ორმაგი დანაშაულია, ოღონდ პერესს თავი მოაწონოს ამხელა ლეგენდამ ტრაკის თამაში დაიწყო, ბაზარი არა ეს მის სახელს უფრო შეარყევს ვიდრე ბარსას, იმედია ხვდება მაგდენს.
    Mr.Gaucho™
    სტუმარი [?]
    #2 1 ნოემბერი 2016 18:04
    0
    რობსონს მოუხან ყველაფერი ამის გაშვებისთვის
    lionel mtyvneli messi
    სტუმარი [?]
    #1 1 ნოემბერი 2016 17:57
    1
    კაი კაცი ხარ რა მაგრა მევასეა ეს ტიპი smirk