სორიანო: "მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია"
"მანჩესტერ სიტის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ფერან სორიანომ "ბარსელონასთან" გასამართი მატჩის წინ კატალონიელთა ლიდერ ლიონელ მესიზე ისაუბრა.
"მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ის ყველასგან გამორჩეულია. სხვა მოთამაშეები არგენტინელის შემდგომ მოდიან. ვიმედოვნებ, დღეს ის ჩვეულ სტილში, მაღალ დონეზე, გამოვა.
დღევანდელი მატჩი ფინალის ტოლფასია. იმედია "სიტი" პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებს. ეს ხანგრძლივი ტურნირია და თითოეული ნაბიჯი სრულყოფილებისკენ უნდა გადავდგათ." - განაცხადა სორიანომ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]