ბართომეუ: "პრემიერ ლიგა სპონსორებისთვის ბრძოლაში მთავარი კონკურენტია"
კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ განაცხადა, რომ რთულია ახალ სპონსორთან კონტრაქტის გაფორმება, რადგან ყველგან ინგლისის ჩემპიონატის გუნდების წარმომადგენლები მუშაობენ.
მისი აზრით ნებისმიერ ინვესტორთან, რომელიც ესპანეთის ფარგლებს გარეთ იმყოფება, ინგლისელებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას ან ამის თაობაზე მომავალში აპირებენ მოლაპარაკებას.
"პრემიერ ლიგა თავისი შემოსავალით, ესპანეთის მთავარი კონკურენტია სპონსორებისთვის ბრძოლაში. როცა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ინვესტორებს ვეძებთ ან სატელევიზიო უფლებების გაყიდვას ვცდილობთ, ინგლისური გუნდების წარმომადგენლები ამით უკვე დაკავებულები არიან." - განაცხადა ბართომეუმ Telegraph-თან ინტერვიუში.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]