ბაუსა: "მესი ფეხბურთით ცხოვრობს"
არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ედგარდო ბაუსა დარწმუნებულია, რომ ლიონელ მესის ნაციონალურ გუნდთან ერთად ტიტულის მოპოვება სურს.
არგენტინელი ხალხის ნაწილი მიიჩნევს, რომ ლეო ნაციონალურ გუნდში თამაშისას ისე არ იხარჯება, როგორც ამას "ბარსელონაში" აკეთებს.
"არგენტინის ნაკრების სათავეში მოსვლისას, მესიში მე დავინახე გუნდისთვის თავდადებული პიროვნება.
ნაკრების დატოვების შესახებ განცხადება, აშკარად იმედგაცრუების გამო გააკეთა. ერთხელაც ჩვენ ფეხბურთზე ვისაუბრეთ და დავინახე, რომ ლეო ამით ცხოვრობს. მესიზე მეტად ეროვნულ გუნდთან ერთად ტიტულის მოპოვება არავის სურს. მან ეს დიალოგის დროს დამიმტკიცა, რომელიც 2 საათი გრძელდებოდა.
ვიგრძენი, რომ რეალურად მესი გუნდისგან შორს არასდროს არ ყოფილა." - განაცხადა ედგარდო ბაუსამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]