პიკე ლატორეს გოლს გამოეხმაურა
კატალონიელმა ფეხბურთელმა, ბარბარა ლატორემ შესანიშნავი გოლის გატანა შეძლო.
კატალონიის "ბარსელონას" ქალთა გუნდის ფეხბურთელმა, ბარბარა ლატორემ "ესპანიოლის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში დაამტკიცა, რომ მარადონას სტილში გოლის გატანა, მხოლოდ ლიონელ მესის არ შეუძლია. 23 წლის მოთამაშემ გარღვევა მოედნის ცენტრში დაიწყო, 6 მეტოქე მოატყუა, უხეში ვარდნის შემდეგ სვლა განაგრძო და კარი აიღო. მაგია!
"ბარსელონას" მამაკაცთა გუნდის მცველმა, ჟერარ პიკემ საკუთარ ოფიციალურ Twitter-ზე ეს შესანიშნავი მომენტი, ლიონელ მესისა და რონალდო ნაზარიოს გოლებს შეადარა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 2 ]