მესიმ და სუარესმა "ბარსელონას" მოაგებინეს

მესიმ და სუარესმა "ბარსელონას" მოაგებინეს

ცოტა ხნის წინ დასრულდა ლა ლიგის მეთერთმეტე ტურის შეხვედრა ანდალუზიაში, სადაც ერთმანეთს "სანჩეს პისხუანზე" "სევილია" და "ბარსელონა" დაუპირისპირდნენ.

მატჩი კატალონიელთათვის საკმაოდ ცუდად დაიწყო. ანგარიში მეათე წუთზე ვიტოლომ გახსნა და "სევილია" წინ გაიყვანა. კატალონიელები მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში ღირებულს ვერაფერს ქმნიდნენ. თუმცა ტაიმის მიწურულს ოდნავ გააქტიურდნენ, რასაც შედეგიც მოჰყვა - ნეიმარის კარგი თამაშის შედეგად ბურთი ლიონელ ანდრეს მესის მიუვიდა და მან "სევილიას" კარი კიდევ ერთხელ აიღო. ამჟამად არგენტინელ ფეხბურთელს "სევილიელთა" კარში 29 შეხვედრაში 27 გოლი აქვს გატანილი.

მეორე ტაიმი "ბარსელონას" უპირატესობით დაიწყო. 61-ე წუთზე ასევე მესის კარგი გადაცემის შედეგად ლუის სუარესმა უკვე "ბლაუგრანა" გაიყვანა წინ. ამის შემდეგ, მიუხედავად ბევრი მომენტისა, გოლი აღარ გასულა. თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარი აშკარად "ბარსელონას" უპირატესობით წარიმართა. რამდენიმე ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა მესის, მაგრამ სოლორეიდის შემდეგ საბოლოო მიზნამდე ვერ მიაღწია. ასევე მესის გადაცემის შედეგად კარგი შანსი ჰქონდა სუარესს, რომელსაც აღნიშნულ ეპიზოდში რიკომ აჯობა.

მატჩის მიწურულს შანსი ჰქონდა ნეიმარსაც, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა სხვაობის გაზრდა ვერ მოახერხა.

ყვითელი ბარათი მიიღო ლუის სუარესმა, რომლისთვისაც ეს გაფრთხილება მეხუთე გამოდგა, რაც იმას ნიშნავს რომ იგი 19 ნოემბერს "მალაგასთან" გასამართ მატჩს გამოტოვებს.

ამჟამად, "ბარსელონა" 25 ქულით მეორე ადგილს იკავებს და კვლავ ჩამორჩება მადრიდის "რეალს" 2 ქულით, შემდეგ მოდიან "ატლეტიკო" და "სევილია" შესაბამისად 22 და 21 ქულით.

მესი და სუარესი კი კვლავ იყოფენ პირველ ადგილს ბომბარდირთა ცხრილში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    kvachi
    სტუმარი [?]
    #4 7 ნოემბერი 2016 02:02
    0
    ბიჯო :) ძაან გილოცავთ ;დ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 7 ნოემბერი 2016 02:01
    0
    შანსი პაკოს, მთელ თამაშში იმედია მოახერხებს გატანას
    Geniosi MSN
    სტუმარი [?]
    #2 7 ნოემბერი 2016 02:00
    0
    ვინმემ დამეხმარეთ პროფილის სურათი როგორ შევცვალო?
    davidusi 2020
    სტუმარი [?]
    #1 7 ნოემბერი 2016 01:58
    0
    მეორე ტაიმი მაგრა ითამაშეს,ასე გააგრძელეთ და რეალსაც ამოვტენით