ნეიმარი დისკვალიფიკაციას მიუახლოვდა
"ბარსელონასა" და "სევილიას" მატჩში, რომელიც კატალონიური კლუბის გამარჯვებით დასრულდა, ნეიმარ და სილვამ მე-10 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
ბრაზილიელმა ფორვარდმა ფრანკო ვასკესის წინააღმდეგ დაარღვია თამაშის წესები. მთავარმა არბიტრმა ხაიმე ლატრემ მას ყვითელი ბარათი უჩვენა.
ნეიმარს მიმდინარე გათამაშებაში უკვე 4 ყვითელი ბარათი დაუგროვდა, რაც "კლასიკოს" გამოტოვების საფრთხეს ზრდის.
მადრიდის "რეალთან" მატჩამდე, "ბარსელონა" პრიმერა დივიზიონში "მალაგასა" და "რეალ სოსიედადს" დაუპირისპირდება. 180 წუთის განმავლობაში ნეიმარმა თამაშის წესები არ უნდა დაარღვიოს.
სამეფო კლუბთან მატჩამდე "ბარსელონა" აგრეთვე "სელტიკსა" და "ერკულესს" დაუპირისპირდება, მაგრამ აქ მიღებული ყვითელი ბარათი, ესპანეთის ლა ლიგაზე გავლენას არ ახდენს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]