სუარესი: "მესის ნებისმიერ ამპლუაში შეუძლია თამაში"
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-11 ტურის მატჩის შემდეგ, "სევილიას" წინააღმდეგ, ლუის სუარესმა ლიონელ მესი საქებარი სიტყვებით შეამკო. "ბარსელონას" კაპიტანმა კლუბის გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. არგენტინელმა გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო (2:1).
"გუშინ მესიმ ყველა პოზიცია დაიკავა. მას ნებისმიერ ამპლუაში შეუძლია თამაში. გაგვიჭირდა, რადგან "სევილიამ" ჩვენზე ზეწოლა მოახდინა.
ანდალუსიელებმა კარგად ითამაშეს. დარწმუნებული ვარ, ისინი ლა ლიგაში მოწინავე ადგილის დაკავებისთვის იბრძოლებენ." - განაცხადა სუარესმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]