"ელდენსე" 0:1 "ბარსელონა ბ"
"ბარსელონას" სარეზერვო გუნდმა, "ელდენსე" გასვლით მატჩში, მინიმალური ანგარიშით 0:1 დაამარცხა.
მატჩი
ორივე გუნდმა შეხვედრა ფრთხილად დაიწყო. მატჩის დაწყებიდან 5 წუთის შემდეგ ტარინმა მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც ხერარდო ლოპესმა იძულებითი ცვლილება განახორციელა. მოედანზე სარსანედასი შემოვიდა.
"ელდენსე" საშინაო მატჩებში იშვიათად უშვებს გოლს, შესაბამისად გუშინ მასპინძელი გუნდი კვლავ დაცვაზე გადაერთო. კანტერანოებმა მხოლოდ შორეული დარტყმებით შეძლეს მოლინას კარში სახიფათო მომენტის შექმნა.
პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი რეალური მომენტი შეიქმნა. 34-ე წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ ფალიმ თავური დარტყმა განახორციელა, მაგრამ მცველმა ბურთის გამოტანა შეძლო.
შესვენების შემდეგ დაძაბულობა გაიზარდა.
"ელდენსემ" "ბარსელონა ბ"-ს ბურთის კონტროლის უფლება მისცა და კონტრშეტევებზე თამაში განაგრძო. კანტერანოებმა სასურველი შედეგის დაფიქსირება მონდომებისა და მიზანდასახულობის ხარჯზე შეძლეს. შეხვედრის მიწურულს, 84-ე წუთზე გუმბაუმ მეტოქის კარი აიღო და გუნდს ლიდერობა შეუნარჩუნა.
"ბარსელონა ბ": სუარესი, პალენსია, მოისესი, ფალი, ტარინი (სარსანედასი, 5), ბორხა ლოპესი (მუხიკა, 67), ალენია, გუმბაუ, მარკი, პერეა და ალფარო.
გოლი: გუმბაუ (84')
შემდეგი მატჩი: 12/11/2016 "ბარსელონა ბ" - "ბადალონა"
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]