ედუარდო: ”ბარსელონა” მატჩის ფავორიტია”
ყაზანის ”რუბინის” ფეხბურთელმა კარლოს ედუარდომ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ გადავიდა ”რუბინში” და აღნიშნა, რომ დღევანდელი მატჩის ფავორიტად ”ბარსელონა” მიაჩნია.
კარლოს ედუარდო: ”საჭიროა შევხედოთ ”რუბინის” ინსფრასტრუქტურას და მიხვდებით რა დონის გუნდია ის. ”ჰოფენჰაიმი” არ თამაშობდა ჩემპიონთა ლიგაზე. ლიგაზე თამაში ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მე დიდხანს არ მიფიქრია ”რუბინის” შემოთავაზებაზე. აქ გადმოსვლა ჩემთვის წინგადადგმული ნაბიჯია. ”ბარსელონა” არის გუნდი, რომელიც საოცარ ფეხბურთს თამაშობს. მათი თამაში ბრაზილიის თამაშს მაგონებს. რომარიომ, რივალდომ და რონალდინიომ დაგვანახეს, რომ ”ბარსელონას” სტილი ბრაზილიელებისთვის შესანიშნავია. კატალონიური კლუბი დღევანდელი მატჩის ფავორიტია”.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]