დომინგესი: ”ამჯერად, ”რუბინს” უფრო გაუჭირდება”

დომინგესი: ”ამჯერად, ”რუბინს” უფრო გაუჭირდება”

ყაზანის ”რუბინის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ალეხანდრო დომინგესმა თავისი აზრი გამოთქვა ყურბან ბერდიევის შეგირდების შესახებ. ”ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის გამოცდილება ”რუბინში” თამაშამდე მქონა. მაშინ ”ზენიტში” ვასპარეზობდი. ახლა მე ”ვალენსიას” ფეხბურთელი ვარ. ვამაყობ, რომ ”რუბინის” ”კამპ ნოუზე” ისტორიულ გამარჯვებაში მივიღე მონაწილეობა. მატჩის დაწყებამდე ყველა ამბობდა, რომ ჩვენ შანსი არ გვგქონდა, ”ბარსელონა” დაგვმარხავდა. სავარაუდოდ, ”რუბინის” ყველა ფეხბურთელი ბოლომდე რომ არ დახარჯულიყო, ეს ასეც იქნებოდა. ჩვენ ვიცოდით, რომ ინდივიდუალურად ყველა ჩვენი მეტოქე გვჯობდა, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო კოლექტიური თამაში. მახსოვს, სასტვენის შემდეგ არც ფიზიკური და არც მორალური ძალა არ მქონდა რომ მეზეიმა. ორივე მატჩის შემდეგ მე მესის ვესაუბრე. პირდაპირ ვიტყვი, ლეო გაკვირვებული იყო ჩვენი თამაშით. მინდა გავაფრთხილო ჩემი ყოფილი თანაკლუბელები: ამჯერად ”ბარსასთან” თამაში უფრო რთული იქნება. კატალონიელები ეცდებიან შარშანდელისთვის ”რუბინს” პასუხი აგებინონ” - დომინგესის სიტყვებს ”რუბინის” ოფიციალური საიტი ციტირებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.