ლეო და მისი ტატუს ოსტატი
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ლეო მესიმ, მარცხენა ფეხზე არსებული ტატუ განაახლა. კატალონიური Sport გვთავაზობს სტატიას, სადაც არგენტინელისა და მისი ტატუს ოსტატის, რობერტო ლოპესის ურთიერთბაა აღწერილი.
როგორც ცნობილია, მესიმ რობერტო ლოპესის შესახებ ინფორმაცია მისი მეგობრისგან, "სენტრალ კორდობას" მეკარისგან, ხუან კრუს ლეგიზამოსგან მიიღო. ამის შემდეგ, ლეომ ლოპესს, Whatsapp-ით შემდეგი შეტყობინება გაუგზავნა: "სალამი, მე ლეო ვარ! როგორ ხარ?"
მესისთან ურთიერთობის შესახებ თავად ლოპესი ყვება:
"ეს იყო ფანტატსიკურ, თავმდაბალ ადამიანთან ურთიერთბის შესანიშნავი გამოცდილება.
ბარსელონაში ჩასვლის შემდეგ მან დამირეკა. მკითხა, როგორ ვიმგზავრე. ესპანეთში ვიყავი და კვლავ არ მჯეროდა, რომ ჩემ თავს ეს ხდებოდა. მისი ნახვა მჭირდებოდა იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს ყველაფერი სიმართლე იყო, რომ ტატუ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფეხბურთელისთვის უნდა გამეკეთებინა. ის სასტუმროში მოვიდა. მესი თავისი მანქანით მოვიდა და ნომერში ჩემი ნივთების ატანაში დამეხმარა.
ყველაზე გასაოცარი კი ის გამძლეობა და მოთმინება იყო, რაც ლეომ გამოიჩნა."
მესიმ თავის ტატუს ოსტატთან მალევე მიიყვანა თანაგუნდელი და მეგობარი ნეიმარი, რომელზეც ლოპესი შემდეგ კომენტარს აკეთებს: "ნეიმარს გავუკეთე ტატუ ამბიგრამა (როდესაც წარწერის ერთი მხრიდან სხვა ტექსტი იკითხება, ხოლო მისი ამოტრიალების შემდეგ - სხვა), რომლის ერთი მხრიდან "ოჯახი იკითხება", მეორე მხრიდან კი - "სამუდამოდ".
ერთ დღეს, ლეომ და რობერტომ როლები გაცვალეს. შედეგად, ლოპესის მარჯვენა ხელს ამშენებს ტატუ ნომრით 10.
ფეხბურთელსა და ტატუს ოსტატს, ერთმანეთთან, ახლო ურთიერთობა აქვთ. "ჩემ მიერ მოხატული მესის ხელი მთელ მსოფლიოში ცნობილია. ის მე მატჩის სურათებს მიგზავნის ხოლმე, რომელზეც ჩემი ტატუ ჩანს." - აცხადებს რობერტო ლოპესი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]