"რონდო" - სავარჯიშო სესიის განუყოფელი ნაწილი
"რონდო" კატალონიის "ბარსელონას" სავარჯიშო სესიის განუყოფელი ნაწილი გახდა. ეს თამაში ფეხბურთელებს სწრაფად აზროვნებისა და სწორი გადაწყვეტილების რაც შეიძლება მოკლე დროში მიღების უნარს უვითარებს იმ შემთხვევაში, როცა მოთამაშეები 1 ან 2 მეტოქის გარემოცვაში არიან.
ქვემოთ მოცემული ვიდეო, რომელიც სანაკრებო პაუზამდე რამდენიმე დღით ადრე იქნა გადაღებული, ნათლად ასახავს, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელებმა "რონდოს" ზედიზედ 3 რაუნდი წარმატებით გაიარეს.
მოთამაშეთა დავალებაა, გააკეთონ 20 პასი ერთი შეხებით ისე, რომ შუაში მდგომმა ორმა ოპონენტმა მისი ჩაჭრა ვერ მოახერხოს.
"ბარსელონას" ფეხბურთელებმა ტერ შტეგენისა და მეკარეთა მწვრთნელის, ხოსე რამონ დე ლა ფუენტეს ბარიერი წარმატებით გადალახეს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]