მანხონი გარდაიცვალა!
"ბარსელონას" ოფიციალური საიტის ცნობით, "ბარსას" 5 თასიანი სეზონის ვარსკვლავი, ედუარდ მანხონი 80 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა...
ლეგენდარული ფორვარდის სახელი დაკავშირებულია ისეთ ფეხბურთელებთან, როგორიცაა ლადისალო კუბალა, ემილიო ალდეკოა, ხუან ველასკო, ხოან სეგარა და ანტონი რამალეტესი. 1951/52 წლებში მათ ერთად მოახერხეს და მოიპოვეს 5 თასი:
"Copa de Generalisimo", "Copa Latina", "Copa Martini Rossi" და "Copa Eva Duarte."
იგი ბარსელონაში, 1930 წლის 24 ივლისს დაიბადა. მანხონმა მარცხენა ფლანგზე კარგი თამაშით გაითქვა სახელი და თავისი სახელი ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ ჩაწერა. იგი ფლობდა ფანტასტიკურ ტექნიკასა და გოლის გატანის უნარს.
მანხონი "Can Tunis"–ის მიდამოებში გაიზარდა. მისი ოჯახი მურსიადან იყო და ხალხი ისე იცნობდა, როგორც მშრომელ ოჯახს. მისი მამა კასკა ატუნეზში მიწას ამუშავებდა, ეს არის ადგილი, სადაც ახალგაზრდა ედუარდმა თამაში დაიწყო. "ბარსას" ახალგაზრდულ გუნდში იგი 16 წლის ასაკში ჩაირიცხა. მისი დებიუტი "პალმეირას" წინააღმდეგ შედგა.
ედუარდმა "ბარსას" მაისურით შვიდი სეზონი დაჰყო (1950–1957). ეს ბლაუგრანას ისტორიაში ერთ–ერთი საუკეთესო ერა იყო. მან ამ წლებში 9 თასის აღება შეძლო.
მანხონმა "კამპ ნოუზე" 201 მატჩი ჩაატარა და 81 გოლის გატანა შეძლო. მას ძალიან კარგი სისწრაფე, ტექნიკა და გოლის ალღო ქონდა განვითარებული. ბუნებრივად მანხონი მარცხენა ფეხით მოთამაშე გახლდათ, მაგრამ როდესაც აუცილებელი გახდა, მან მარჯვენა ფეხის გამოყენება დაიწყო.
1957 წელს, "ბარსელონას" დატოვების შემდეგ მანხონი სათამაშოდ "გრანადაში" წავიდა. ამის შემდეგ კი იყო "დეპორტივო", "იბერია" და "ოსპიტალეტი".
როდესაც მან ფეხბურთს თავი დაანება, გაწევრიანდა "ბარსას" ვეტერანთა ასოციაციაში, რის გამოც მისი თამაშის ხილვა "სიუტატ ესპორტივაზე" ხალხს კიდევ შეეძლო.
საიტის სახელით მინდა მწუარება გამოვთქვა ამ ფაქტთან დაკავშირებით. ეს ხომ "ბარსას" ლეგენდა იყო და იქნება სამუდამოდ...
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]