ლოპეტეგი: " რასაც მესი მოედანზე აკეთებს, არასოდეს მინახავს"
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ დაასახელა იმ ფეხბურთელთა გვარები, ვისაც 2016 წელს ნაჩვენები თამაშის მიხედვით, საუკეთესოებად თვლის. ისინი არიან - კრიშტიანუ რონალდუ, სერხიო რამოსი და "ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი.
სწორედ ამ ფეხბურთელებს მისცა ხმა ხულენმა წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ბრძოლაში.
"ოქროს ბურთი? ხმა მესის, რამოსსა და რონალდუს მივეცი. ის, რასაც ლიონელი მოედანზე მუდმივი სიხშირით აკეთებს, არასოდეს მინახავს."-განაცხადა ლოპეტეგიმ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]