ლუის ენრიკე ლიდერებს ასვენებს, უმტიტი კი განაცხადს უბრუნდება
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, "ერკულესთან" დღეს გასამართი მატჩისთვის განაცხადი დაასახელა, რომელიც სუსტი მეტოქისა და მოახლოებული "ელ კლასიკოს" გათვალისწინებით, გადახალისებულია.
შეხვედრას ტრავმების გამო გამოტოვებენ ჟერემი მატიე, ხორდი ალბა და ჟერარ პიკე. ანდრეს ინიესტა, რომელიც თითქმის სრულად გამოჯანმრთელდა, დისკვალიფიცირებულია. მათ გარდა, ლუის ენრიკე ტერ შტეგენს, რაკიტიჩს, ბუსკეტსს, სუარესს, მესის, ნეიმარსა და მასკერანოს ასვენებს.
გუნდს დაახლოებით 3-კვირიანი უქმობის შემდეგ დაუბრუნდა სამუელ უმტიტი, რომელმაც ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღო.
"ბარსელონას" განაცხადი ასე გამოიყურება: სილესენი, მასიპი, დენისი, არდა, რაფინია, ალკასერი, დინი, ს. რობერტო, გომეში, ვიდალი, უმტიტი, ალენია, კარბონელი, ნილი, ბორხა ლოპესი, კარდონა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]