"მანჩესტერი" ნეიმარის სანაცვლოდ დიდ თანხას გამოყოფს
2016 წლის ზაფხულში, "წითელმა ეშმაკებმა" პოლ პოგბა გაიფორმეს და ამით სატრანსფერო რეკორდი დაამყარეს.
ერთი წლის შემდეგ "მანჩესტერმა" შესაძლოა კატალონიის "ბარსელონასა" და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი, ნეიმარი გაიფორმოს და თავისი რეკორდი მოხსნას, იტყობინება Daily Record.
ჟოზე მოურინიოს კლუბი ბრაზილიელი ფორვარდის სანაცვლოდ მზადაა 211 მილიონი ევრო გამოყოს. "მანჩესტერი" წარსულშიც დაინტერესებულა ნეიმარით, რომელსაც "სანტოსიდან" "ბარსელონაში" ტრანსფერის თაობაზე შექმნილმა პრობლემამ, შესაძლოა, კატალონიის დატოვებისკენ უბიძგოს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]