ენრიკე: "მოგების შემთხვევაშიც ჩვენს გაკრიტიკებასს არ შეწყვეტენ"
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ "რეალთან" მატჩამდე ისაუბრა.
"ჩვენ ვხედავთ, რომ ზიდანისა და "რეალის" სტილი იგივე დარჩა. ისინი ძალიან ორგანიზებულები არიან დაცვაში, შეუძლიათ ხიფათის შექმნა ბურთის გარეშეც, პოულობენ შესაძლებლობებს, რომ ფორვარდს ბურთი სწრაფად გადასცენ. "რეალში" მსოფლიო დონის ნიჭიერი ფეხბურთელებია შეკრებილი. პრინციპული მეტოქის წინააღმდეგ ჩვენთვის ეს განსაკუთრებული მატჩია. ჩვენ საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ.
არ მსურს ტრავმებზე საუბარი. ეს ბუნებრივია. ტრავმები ყოველთვის იქნება. მადრიდში ყველა პოზიციაზე რამდენიმე უმაღლესი დონის მოთამაშეა.
კარგია, რომ ჩვენი ფეხბურთელები გამოჯანმრთელდნენ და გუნდის დასახმარებლად მზად არიან. ინიესტა ჩვენი კაპიტანია. ის "ბარსელონას" თამაშის სტილს განასახიერებს. მისი დაბრუნება ძალიან კარგი სიახლეა.
თუ "რეალი" გაიმარჯვებს, ისინი 9 ქულით დაგვეწევიან, მაგრამ ეს კრიტიკული არაა. მიუხედავად ამისა, ხვალ ჩვენთვის გამარჯვება მნიშვნელოვანია.
ჩვენ აუცილებლად უნდა დავამარცხოთ მთავარი კონკურენტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს მიმართ კრიტიკას შეწყვეტენ. ზოგჯერ კრიტიკა უბრალოდ აუცილებელია.
"რეალთან" საშინაო მატჩში განსაკუთრებული თამაში უნდა ვაჩვენოთ, მიუხედავად იმისა, ჩვენ ერთ თუ ას ქულაზე დავრჩებით.
პიკემ და ალბამ ტრავმები მოიშუშეს. მათ აქვთ უფლება გადაწყვიტონ, ღირს თუ არა ხვალ მოედანზე გასვლა.
თუ "რეალი" 4-1-4-1 სქემით ითამაშებს, ვფიქრობ, რომ კაზემირო ისკოსთვის ადგილის განთავისუფლებას შეეცდება, რათა ნახევარდაცვა გააძლიეროს. იდეა იგივე დარჩება, თუ მოედანზე სხვა ფეხბურთელები გამოვლენ. ჩვენ დაველოდებით და გავიგებთ, თუ როგორი შემადგენლობით გამოვა "რეალი". - განაცხადა ლუის ენრიკემ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 44 ]