მოდრიჩი: "ეს ფრე მოგების ტოლფასია"
მადრიდის "რეალის" ხორვატმა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა "ელ კლასიკოს" შემდეგ საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სამართლიანი 1 ქულა იყო. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ, არ დავნებდით და სასურველ შედეგს მივაღწიეთ.
ჩვენ კარგად გამოვიყურებოდით, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მეორე ნახევარში კი მეტოქე დომინირებდა და წინაც გავიდა. ჩვენ არ დავთმეთ და 1 ქულა მოვიპოვეთ. ეს ფრე მოიგების ტოლფასი იყო.
ყველაზე მთავარი ისაა, რომ ლა ლიგაში ჩვენ კვლავ ლიდერის პოზიციაზე ვართ, თუმცა ახლა მოდუნების უფლება არ გვაქვს, თამაში იგივე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ." - განაცხადა მოდრიჩმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]