ალენია: "ლუის ენრიკემ მალევე ჩამომაგდო მიწაზე"

ალენია: "ლუის ენრიკემ მალევე ჩამომაგდო მიწაზე"

"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველმა, კარლეს ალენიამ აღნიშნა, რომ გუნდის მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მასთან სათანადოდ იმუშავა მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა კატალონიური კლუბის პირველ გუნდში დებიუტი ჩაატარა, "ერკულესის" წინააღმდეგ.

"ერკულესთან" მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა, ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი კი სწორედ ალენია გახდა.

"კარგია, რომ ლუის ენრიკე ჩემთან მკაცრია. რადგან როდესაც გაგაქვს გოლი, მაშინ შეგიძლია ღრუბლებში აფრინდე. თუმცა ლუის ენრიკემ მალევე ჩამომაგდო მიწაზე." - ციტირებს ალენიას სიტყვებს Mundo Deportivo.

თავად ლუის ენრიკემ ამ მატჩის შემდეგ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კლუბი ამ ფეხბურთელზე დიდ იმედებს ამყარებს.

ესპანეთის ჩემპიონატში ალენიას არც ერთი მატჩი ჩაუტარებია, მაგრამ განაცხადში ოთხჯერ მოხვდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ♤ კატალონიელი ♤
    სტუმარი [?]
    #2 6 დეკემბერი 2016 18:55
    0
    მაგიტომაცაა საუკეთესო...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 6 დეკემბერი 2016 16:20
    0
    ამაზე მართლაც უდიდეს იმედებს ამყარებენ და არ უნდა გაგვიცრუოს იმედები!