მესი და ანტონელა დაქორწინებას აპირებენ
ლიონელ მესიმ და მისმა მეგობარმა გოგონამ, ანტონელა როკუცომ ურთიერთობის დაკანონება გადაწყვიტეს. ისინი დაქორწინებას აპირებენ, მაგრამ კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ ინფორმაცია, არგენტინელი ფეხბურთელის ოჯახთან ახლოს მყოფ პირზე დაყრდნობით, კატალონიურმა SPORT-მა გაავრცელა.
ლეო და ანტონელა ორ ვაჟს ზრდიან (ტიაგო - 4 წლის და მატეო - 1 წლის). ისინი მშობლიურ არგენტინულ ქალაქ, როსარიოში აპირებენ დაქორწინებას.
ლიონელმა და ანტონელამ ერთმანეთი ბავშვობაში, როსარიოს შემოგარენში გაიცნეს. ისინი ერთმანეთს მას შემდეგ ხვდებიან, რაც მესიმ 2000 წელს "ბარსელონასთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]