მარიო ფერნანდესი "ბარსელონას" ინტერესთა სფეროში მოექცა
მოსკოვის "ცსკა"-ს მცველი, მარიო ფერნანდესი კატალონიური "ბარსელონას" ინტერესთა სფეროში მოხვდა.
Sport.es-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი, მარჯვენა მცველის პოზიციაზე შესაძლო შეძენის კანდიდატებში შედის. "ბარსელონას" "ვალენსიას" მცველის, ჟოან კანსელუს შეძენასთან პრობლემები აქვს და ალტერნატიულ ვარიანტებს ეძებს.
სიაში, გარდა ფერნანდესისა, შედიან: ბრუნო პერესი ("რომა"), ჯიბრილ სიდიბე ("მონაკო"), სედრიქ სოარეში ("საუთჰემპტონი") და ვიქტორ მოზესი ("ჩელსი").
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]