დიბალა: "ბარსელონაში" ტრანსფერი? ეს უბრალო ჭორია"
ტურინის "იუვენტუსისა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა პაულო დიბალამ, კატალონიის "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.
"მესი ჩემი კუმირია, მასთან ერთად თამაშზე ვოცნებობ. "ბარსელონაში" ტრანსფერი? ეს უბრალო ჭორია, რასაც ხალხი არ უნდა ენდოს. საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ მე "იუვენტუსთან" მტკიცედ ვარ დაკავშირებული." - განაცხადა დიბალამ.
მიმდინარე სეზონში დიბალამ "ბებერი ქალბატონის" მაისურით 12 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]