Sky Sports: „ბარსელონამ“ შესაძლოა, „ვილიარეალიდან“ რობერტო სორიანო გადმოიბიროს
კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე ესპანური "ვილიარეალის" ნახევარმცველის, რობერტო სორიანოს შეძენით დაინტერესდა. იტყობინება, Sky Sports.
წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელი მადრიდის "ატლეტიკოს" ინტერესის ობიექტიც გახდა.
იტალიელი ნახევარმცველი "ვილიარეალს" 2016 წლის ზაფხულში, 14 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, მანამდე სორიანო "სამპდორიას" ღირსებას იცავდა.
მიმდინარე სეზონში, პრიმერა დივიზიონში სორიანომ 15 შეხვედრა ჩაატარა სადაც თავი 4 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]