გუტი: "მესის გარღვევა? ამის გაკეთება მოდრიჩსაც შეუძლია"
მადრიდის "რეალის" ყოფილმა ნახევარმცველმა, გუტიერეს ერნანდესმა კატალონიის "ბარსელონას" ლიდერის, ლიონელ მესის მიერ პრიმერა დივიზიონის მე-16 ტურში ნაჩვენებ თამაშზე ისაუბრა. არგენტინელმა "ესპანიოლის" კარში გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე მაყურებელს ორი შესანიშნავი გარღვევა შესთავაზა.
"მან კარგი გარღვევა გააკეთა, მეტი არაფერი. ვფიქრობ, მოცემულ ეპიზოდში მეკარეს უკეთ თამაში შეეძლო, რადგან მესის მიერ განხორციელებული დარტყმის მარტივად მოგერიება იყო შესაძლებელი, მან კი სუარესს საჩუქარი გაუკეთა.
ნეიმარს, კრიშტიანუ რონალდუს, გარეტ ბეილსა და მოდრიჩსაც კი შეუძლიათ ამის გაკეთება." - ციტირებს გუტის სიტყვებს Marca.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 37 ]