რატომ შეუმცირეს "რეალს" სანქცია და "ბარსელონას" - არა?

რატომ შეუმცირეს "რეალს" სანქცია და "ბარსელონას" - არა?

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სპორტულმა არბიტრაჟმა, "რეალს", FIFA-ის მიერ ტრანსფერებზე დაწესებული სანქცია შეუმცირა და მადრიდელებს, მომდევნო ზაფხულში, ფეხბურთელების დამატების უფლება ექნებათ. არადა, ასეთივე სიტუაციაში, "ბარსელონა" 2 სატრანსფერო ფანრჯით დაისაჯა.

მადრიდული AS, სპორტულ არბიტრაჟთან ახლო ურთიერთობაში მყოფ წყაროზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გახდა ორ მსგავს შემთხვევაში სხვადასხვა გადაწყვეტილების გამოტანის მიზეზი.

ერთ-ერთ ვერსიით, "ბარსელონას" აპელაციის დაკმაყოფილებაზე უარი იმ მოტივით უთხრეს, რომ კატალონიელებმა FIFA-ს პირველი გაფრთხილება ყურად არ იღეს და არასრულწლოვანი ფეხბურთელების საკითხი არ დაარეგულირეს. "რეალს" კი, შეიძლება ითქვას, გაუმართლა - მადრიდელებს "ბარსელონასთვის" დაწესებული შეზღუდვის გამოცდილება ჰქონდათ და ისინი იძულებულნი იყვნენ FIFA-ს მიერ მიცემულ 90-დღიან ვადაში შეცდომები გამოესწორებინათ. მადრიდული პრესის ცნობით, სწორედ ამის გამო შეუმცირეს "სამეფო კლუბს" სანქცია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    lasha10
    სტუმარი [?]
    #2 22 დეკემბერი 2016 16:27
    0
    ამათი დედა მოვტყან მე
    TERMINATORI
    სტუმარი [?]
    #1 22 დეკემბერი 2016 12:30
    0
    მაინც გაჭრა პერესის ფულებმა :///