ალკასერი მწვრთნელისა და თანაგუნდელების მადლიერია
"ბარსელონას" ახალწვეულმა, პაკო ალკასერმა დაადასტურა, რომ ადაპტაციასთან პრობლემები არ აქვს. ასეთი განცხადება ესპანელმა ფორვარდმა მას შემდეგ გააკეთა, რაც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა. ეს სამეფო თასის 1/16 ფინალის განმეორებით მატჩში მოხდა, "ერკულესის" წინააღმდეგ (7:0).
"უგოლო სერია ადაპტაციის პრობლემას არ წარმოადგენდა. აქამდეც მქონია მეტოქის კარის აღების შანსი, უბრალოდ ჩემს ცხოვრებაში წარუმატებელი პერიოდი იდგა. არის დღეები, როცა ერთ მატჩში 3 გოლი გაგაქვს. მწვრთნელისა და თანაგუნდელების სიტყვების წყალობით, მე ხელი არ ჩავიქნიე." - ციტირებს ალკასერის სიტყვებს Marca.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]