იგუაინი: "ლიონელ მესი საუკეთესოა"
ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელმა ფორვარდმა გონსალო იგუაინმა კატალონიის "ბარსელონას" მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
"ლიონელ მესი საუკეთესოა, ამის დემონსტრაციას არგენტინელი ყოველდღე ახდენს.
ლუის სუარესი ძალიან მაღალ დონეზე მოქმედებს. ურუგვალი ფორვარდი სერიოზულად განვითარდა და ახლა უფრო დახვეწილია ვიდრე "ლივერპულში" თამაშისას იყო."
იგუაინმა დაასახელა მცველი, რომლის წინააღმდეგ თამაში ყველაზე მეტად უჭირდა: "მამაჩემს თუ არ ჩავთვლით, ეს არის კარლეს პუიოლი. "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაშისას ის აუტანელი იყო."-განაცხადა გონსალომ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]