"ბარსელონა" სრნას გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, დონეცკის "შახტარის" განაპირა მცველს დარიო სრნას გაუმჯობესებული შემოთავაზება გაუკეთოს.
დარიო სრნა არაა დარწმუნებული, ღირს თუ არა მისთვის "ბარსელონაში" გადასვლა, რადგან ხორვატიელი ფეხბურთელის აზრით, კატალონიური კლუბის მიერ გაკეთებული შემოთავაზება მომგებიანი არ არის.
სავარაუდოდ, "ბარსელონას" უახლოეს მომავალში ალეიშ ვიდალი დატოვებს, რომლითაც თურქული "გალათასარაი" ინტერესდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანელი ფეხბურთელის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა, შესაძლოა კლუბმა სრნას ტრანსფერისთვის გამოიყენოს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]