გვარდიოლა: ”თავს ვერაფრით გავიმართლებთ"
”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა იმედგაცრუებული იყო ”მალიორკასთან” მატჩის შემდეგ. გუშინ კატალონიელებს არ უმართლებდათ. მათ მატჩის ბედის გადაწყვეტა მატჩის პირველ ტაიმში შეეძლოთ, თუმცა თამაში ფრედ 1:1 დასრულდა.
ხოსეპ გვარდიოლა: ”გასამართლებელი საბუთი არ გვაქვს. მატჩის ბედი პირველ ტაიმში უნდა გადაგვეწყვიტა, საბოლოოდ 2 ქულა დავკარგეთ. ყველა მატჩში ბევრ საგოლე მომენტს ვქმნით, უნდა დავიწყოთ ამ მომენტების გამოყენება. ამ სეზონში ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება 99 ქულის აღება. ძალიან რთულია შარშანდელი შედეგის გამეორება, არ მგონია ეს შევძლოთ”.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]