AS: ლუის ენრიკე "არსენალში" ვენგერს ჩაანაცვლებს
ლუის ენრიკეს "ბარსელონასთან" კონტრაქტი კერ კიდევ არ გაუხანგრძლივებია. მისი მიმდინარე ხელშეკრულება კატალონიურ კლუბთან 2017 წლის ზაფხულში იწურება, "ბლაუგრანა" კი ესპანელი თავკაცის შემცვლელს აქტიურად ეძებს.
არაერთი ინფორმაცია გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალ სეზონში "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტს რონალდ კუმანი, ხორხე სამპაოლი ან ხავიერ კლემენტე დაიკავებს.
არსენ ვენგერის კონტრაქტი ლონდონის "არსენალთან" მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება. ლუის ენრიკემ შესაძლოა, ლონდონურ კლუბში ფრანგი სპეციალისტი ჩაანაცვლოს. "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს ინგლისში პატივს სცემენ, თავად ვენგერი კი მის კანდიდატურას წასვლის შემთხვევაში მოიწონებს. აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემის, AS-ის ჟურნალისტი მანოლეტე ავრცელებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]