UEFA-ს წლის გუნდში 3 "ბარსელონელი" მოხვდა
ცოტა ხნის წინ, UEFA-ს 2016 წლის სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა, რომელიც გულშემატკივრებმა შეადგინეს და რომელშიც კატალონიის "ბარსელონას" 3 ფეხბურთელი მოხვდა.
UEFA-ს გუნდში კვლავ ესპანეთში მოთამაშე ფეხბურთელების დომინირება შეინიშნება. ლა ლიგიდან სიმბოლურ ნაკრებში 8 წევრი მოხვდა (4 "რეალიდან", 3 "ბარსელონადან" და 1 "ატლეტიკოდამ").
"ბარსელონადან" სიმბოლურ გუნდში ჟერარ პიკე, ანდრეს ინიესტა და ლიონელ მესი მოხვდნენ.
UEFA-ს 2016 წლის გუნდი ასე გამოიყურება: ბუფონი ("იუვენტუსი"), რამოსი ("რეალი"), კიელინი ("იუვენტუსი"), ბოატენგი ("ბაიერნი"), პიკე ("ბარსელონა"), მოდრიჩი ("რეალი"), კროოსი ("რეალი"), ინიესტა ("ბარსელონა"), მესი ("ბარსელონა"), გრიზმანი ("ატლეტიკო"), რონალდუ ("რეალი").
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]