"ბარსელონაში" განმარტეს, თუ რატომ არ გაემგზავრებიან მესი, პიკე, ინიესტა და სუარესი ციურიხში
"ბარსელონა" განცხადებით გამოვიდა, სადაც ახსნილია, თუ რატომ არ დაესწრება რამდენიმე ფეხბურთელი (მესი, სუარესი, ინიესტა და პიკე) მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიას.
როგორც ოფიციალური საიტი იტყობინება, ფეხბურთელები გუნდის განკარგულებაში დარჩებიან, რათა რაც შეიძლება უკეთესად მოემზადონ ესპანეთის თასის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩისთვის, "ატლეტიკის" წინააღმდეგ. ბილბაოში კატალონიელებმა მარცხი განიცადეს (1:2).
"იმისათვის, რომ მატჩისთვის უკეთესად მოვემზადოთ, რომელიც ოთხშაბათს გაიმართება, კლუბმა გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელებმა ციურიხში გაფრენისგან თავი უნდა შეიკავონ. "ბარსელონა" ფიფას მადლიერია, რომელსაც ჯანი ინფანტინო მეთაურობს. კლუბი მადლობას უხდის და მხარდაჭერას უცხადებს ფიფას The Best Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე." - დაწერილია განცხადებაში.
"ბარსელონასა" და "ატლეტიკს" შორის საპასუხო მატჩი 12 იანვარს, თბილისის დროით 00:15 საათზე აიღებს სტარტს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 24 ]