რას ერჩის FIFA სუარესს?
ვინც FIFA-ს გალა-დაჯილდოებაზე წლის სიმბოლური ნაკრების გამოვლენას ადევნა თვალი, მის ყურადღებას აუცილებლად მიიქცევდა "ბარსელონასა" და ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, ლუის სუარესის სურათი.
FIFA-ს სიმბოლურ ნაკრებში "ბარსელონას" 5 (დანი ალვესის ჩათვლით), "რეალის" 5 და "ბაიერნის" 1 ფეხბურთელი მოხვდა. მათ დასახელების დროს, 10 ფეხბურთელი ეკრანზე არაფრით გამორჩეული სურათით გამოჩნდა, ერთი კი - ლუის სუარესი, - უჩვეულ ფორმაში მოგვევლინა.
უცნობია, რა იყო ამის მიზეზი. Sport-ის ერთ-ერთ ვერსიით, FIFA-მ ასე იძია შური "ბარსელონაზე", რომელმაც დაჯილდოებაზე არცერთი ფეხბურთელი არ გაგზავნა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]