აბიდალი: "იღბალი გვჭირდება"
"ბარსელონას" მარცხენა მცველმა, ერიკ სილვაინ აბიდალმა აღიარა, რომ კატალონიელები უკმაყოფილონი არიან იმ ფრის გამო, რომელიც "მალიორკასთან დაფიქსირდა, როგორც ის ამბობს, იმიტომ რომ: "გუნდ ბევრჯერ ქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ეს თამაში "მოეთავებინა", გარდა ამისა მან თქვა, რომ გუნდს იღბალიც არ წყალობს, რომელიც წინა წლებში ანებივრებდა კატალონიელებს."
თამაშის შემდეგ "ბარსას" ფეხბურთელების უმეტესობის აზრი გადაიკვეთა, ისინი ფიქრობენ, რომ თამაშში საბოლოო სიტყვა ჯერ კიდევ პირველ ტაიმში უნდა თქმულიყო. მანამ სანამ სახიფათო მომენტები შეიქმნებოდა ვალდესის კართან. ეს აზრი თავის პრეს-კონფერენციაზე ერიკ აბიდალმა გააჟღერა:"-რა უნდა ვთქვა, ფეხბურთი დეტალებისგან შესდგება, ჩვენ კი ვალდებულნი ვიყავით ყველაფერი პირველ ტაიმშივე მოგვეგვარებინა."
მოწოდება წარმატებისათვის
"- ჩვენ კვლავინდებურად მაღალ დონეზე ვთამაშობდით, მაგრამ არ გვეყო ფორტუნას წყალობა. "ბარსელონა" შესანიშნავ საგოლე მომენტებს ქმნიდა, საბოლოო ფრე კი ეს ჩვენი დანაშაულია. არამგონია, რომ პრობლემა იყოს ტექნიკურ ანდა ტაქტიკურ საკითხებში, პრობვლემა გაცილებით მცირე საკითხში მდგომარეობს. ჩვენ აღშფოთებულები ვართ, მაგრამ სიტუაციის გამოსასწორებლად დრო კიდევ გვაქვს. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოდ საკუთარ თავზე მუშაობა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ორი უმნიშვნელოვანესი ქულა დავკარგეთ და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ შემდეგ ტურში ჩვენ საკუთარ მოედანზე "ვალენსიას" ვხვდებით. ჩვენს წინაშე ძალიან რთული საკითხი არის წამოჭრილი."
"მალიორკას" ორი მხარე
"ბლაუგრანას" ფეხბურთელმა ასევე ისაუბრა ბალიარელების თამაშზე, აღნიშნა ორი რადიკალურად განსხვავებული ტაიმის მსვლელობა: "-მეორე ტაიმში ჩვენ სულ სხვა "მალიორკა" ვნახეთ, ისინი ჯერ უკან იხევდნენ და შემდეგ აგრესიულად მოდიოდნენ წინ. შესვენების შემდეგ ძალიან გვიჭირდა საჯარიმოსთან მიახლოვება."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]