"სოსიედადი" - "ბარსელონა" (პრევიუ)
20 იანვარს, ესპანეთის სამეფო თასის 1/4 ფინალის პირველ მატჩში, ერთმანეთს კატალონიის "ბარსელონა" და "რეალ სოსიედადი" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა სტადიონ "ანოეტაზე" თბილისის დროით 00:15 საათზე დაიწყება. მთავარი არბიტრი ხოსე ლუის გონსალესი იქნება. გთავაზობთ წინასამატჩო მიმოხილვას.
მიმდინარე სეზონში, "ბარსელონა" "რეალ სოსიედადს" მეორეჯერ დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ეგიდით გაიმართა, სადაც მასპინძელ გუნდს "ბლაუგრანას" დამარცხების ძალიან ბევრი შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ მატჩი ფრედ (1:1) დასრულდა. ვილიან ხოსეს შედეგიან დარტყმას ლიონელ მესიმ უპასუხა.
ამით "ბარსელონამ" "სოსიედადის" საშინაო არენაზე 3-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. კატალონიური კლუბი ამ სტადიონზე 2007 წლის მაისის შემდეგ ვერ იგებს. მოახერხებს ლუის ენრიკე "ანოეტას" ხელშეუხებლობის საიდუმლოს ამოხსნას?
"ანოეტაზე" ჩატარებულ ბოლო 5 შეხვედრაში "ბარსელონამ" მხოლოდ 3 გოლის გატანა შეძლო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საშინაო არენაზე გამართული ბოლო მატჩი ბასკებმა დიდი ანგარიშით წააგეს (0:4).
გასულ კვირას ორივე გუნდმა ლა ლიგის ფარგლებში შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. ეუსებიო საკრისტანის კოლექტივმა "მალაგა" გასვლით მატჩში დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. "ბარსელონამ" "ლას პალმასის" კარში 5 უპასუხო გოლი გაიტანა.
"ბარსელონასა" და "სოსიედადს" სერიოზული კადრობრივი პრობლემა არ აქვთ. სტუმართა განაცხადში ტერ შტეგენი და რაფინია ვერ მოხვდნენ, "სოსიედადს" კი კარლოს მარტინესი, გონსალესი, ბერგარა და აგირეჩე დააკლდებიან.

სავარაუდო შემადგენლობები
"სოსიედადი":რული, მარტინესი, ნავასი, სალუდა, ბერჩიჩე, ილარამენდი, სურუტუსა, პრიეტო, ორიასაბალი, ველა, ხოსე.
"ბარსელონა":სილესენი, რობერტო, პიკე, მასკერანო, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა, მესი, სუარესი, ნეიმარი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]