კლემენტე: "მესი სხვა კლუბში ასეთ მაღალ დონეზე ვერ ითამაშებდა"
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ხავიერ კლემენტემ კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდის, ლიონელ მესის თამაში განიხილა. ის მიიჩნევს, რომ არგენტინის ნაკრების კაპიტანი ასეთ მაღალ დონეზე სხვა კლუბში ვერ იასპარეზებდა.
"ლეო მოედანზე საოცრებას ახდენს. მასთან ერთად თამაშობენ შესანიშნავი ფეხბურთელები. ლეო მსოფლიოში საუკეთესოა და სხვებზე ბევრად მაღლა დგას.
ვფიქრობ, რომ მესი "ბარსელონაზე" დაბალი დონის გუნდში ასე ვერ იასპარეზებდა."-განაცხადა კლემენტემ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]