სამპაოლისთვის ბრძოლაში "ბარსას" სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა
Bernabeu Digital იტყობინება, რომ მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა "სევილიას" მთავარი მწვრთნელით, ხორხე სამპაოლით სერიოზულად დაინტერესდა. წყაროს თანახმად, არგენტინელი სპეციალისტი "სამეფო კლუბში" ზინედინ ზიდანის შემცვლელად მოიაზრება.
თუ მიმდინარე სეზონის ბოლოს, ფრანგი თავკაცი დასახული მიზნების მიღწევას ვერ მოახერხებს, "რეალი" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამპაოლის დანიშვნას შეეცდება.
მთავარი მწვრთნელის საკითხი "ბარსელონასთვისაც" პრობლემას წარმოადგენს. ჯერჯერობით უცნობია ლუის ენრიკეს გადაწყვეტილება კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. ესპანელი არჩევანს სეზონის ბოლოს გააკეთებს, კატალონიური კლუბი კი მის შემცვლელს აქტიურად ეძებს.
მედიამ არაერთხელ დაწერა, რომ "ბარსელონა" სწორედ ზემოთ ხსენებული სამპაოლის ვარიანტს განიხილავს. შესაბამისად, ლუის ენრიკეს წასვლის შემთხვევაში კატალონიურ კლუბს ხორხესთვის ბრძოლაში ძალიან სერიოზული კონკურენტი ეყოლება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]