აუსილიო: "წესების უგულებელყოფა არ შეგვიძლია"
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა, პიერო აუსილიომ აღნიშნა, რომ მილანური კლუბი კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდს, ლიონელ მესის ფინანსური ფეირ-პლეის გამო ვერ შეიძენს. ადრე მედიამ დაწერა, რომ "ნერაძური" არგენტინელი თავდამსხმელით არის დაინტერესებული.
"მესის ტრანსფერზე საუბარი რომ დავიწყო, გულშემატკივრებს დავაბნევ. რა თქმა უნდა, კლუბს რესურსები და ამბიციები აქვს, მაგრამ არსებობს წესები, რომელთა უგულებელყოფა არ შეგვიძლია, ასე რომ ჯობს ლეოს თემა დავივიწყოთ."-განაცხადა აუსილიომ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]