ზედიზედ მეშვიდედ სამეფო თასის ნახევარფინალში
მოგეხსენებათ, რომ გუშინ ღამით კატალონიის "ბარსელონამ" ესპანეთის თასის 1/4 ფინალურ ეტაპზე "რეალ სოსიედადი" დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.
"ლურჯ-ბროწეულისფრები" უკვე ზედიზედ მეშვიდედ გავიდნენ კოპა დელ რეის ნახევარფინალში. ასევე უნდა ითქვას, რომ კატალონიელები ამ ეტაპზე ბოლო 11 სეზონში, მეათედ ითამაშებენ.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" აღნიშნული ტურნირის ყველაზე ტიტულიანი კლუბია, "ბლაუგრანას" 28 ტიტული უგროვდება. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ლუის ენრიკეს მწვრთნელობის დროს "ბარსამ" სამეფო თასის ორივე შესაძლო ტიტული მოიგო და მესამეს უმიზნებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 21 ]