თურანმა პირობა დადო, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში წვერს გაიპარსავს
"ბარსელონას" ნახევარმცველმა, არდა თურანმა პირობა დადო, რომ თუ კატალონიურ კლუბთან ერთად უეფას ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, წვერს გაიპარსავს.
ყველაფერი იქედან დაიწყო, რომ თურანმა "ტვიტერში" ფოტო დაპოსტა: 13 გოლი ერთ სეზონში - მისი კარიერის რეკორდია.
თურქ ფეხბურთელს "ბარსელონას" გოლკიპერი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გამოეხმაურა: "13 გოლი გაიტანე, გილოცავ! გაიპარსავ წვერს, თუ 20 გოლს გაიტან?" - დაწერა გერმანელმა.
"მე წვერს მხოლოდ იმ შემთხვევაში გავიპარსავ, თუ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ. მაგრამ თუ ეს მოხდება, მე შენ თავს გადაგპარსავ! კარგი?" - უპასუხა თურანმა. ამ წერილზე ტერ შტეგენს ჯერ-ჯერობით პასუხი არ გაუცია.

მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]