მარადონა: "ნარკოტიკები პირველად "ბარსელონაში" მოვიხმარე"
"ბარსელონას", "ნაპოლისა" და არგენტინის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, დიეგო მარადონამ ისაუბრა, თუ როდის გასინჯა პირველად ნარკოტიკები. მარადონას სიტყვებით, ეს მაშინ მოხდა, როდესაც კატალონიური კლუბის ღირსებას იცავდა.
"მე ნარკოტიკები პირველად "ბარსელონაში" მოვიხმარე, როდესაც 24 წლის ვიყავი. ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო ჩემს ცხოვრებაში. ნარკოტიკი - ყველაზე დიდი პრობლემაა, ის კლავს. თავს წარმატებულ ადამიანად ვთვლი, რომელიც ამაზე საუბრობს, რადგან თუ ნარკოტიკების მიღებას გავაგრძელებდი, ახლა ამ ასაკში ცოცხლებში არ ვიქნებოდი." - განაცხადა მარადონამ.
1986 წლის ჩემპიონმა ასევე აღნიშნა, რომ უკვე 13 წელია, რაც ნარკოტიკებს აღარ მოიხმარს.
"ბარსელონას" ფერებს მარადონა 1982-დან 1984 წლამდე იცავდა, რის შემდეგაც 1991 წლამდე "ნაპოლიში" თამაშობდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 38 ]